1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

ცხადდება ვაკანსია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „საზოგადოება ცოდნა“ აცხადებს კონკურსს                  

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფარმაციის მიმართულებით :               

სრული პროფესორი -  5 ადგილი.

ასოცირებული პროფესორი - 5 ადგილი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით:                      

ასისტენტ-პროფესორი - 1 ადგილი.     

სასწავლო კურსების ჩამონათვალი:

  1. ანალიზური ქიმია
  2. ზოგადი და არაორგანული ქიმია
  3. სამედიცინო ბიოლოგია
  4. ფარმაცევტული ქიმია
  5. ფიზიკური და კოლოიდური ქიმია
  6. ფარმაცევტული ტექნოლოგია
  7. კლინიკური ფარმაცია
  8. ანალიზის ინსტრუმენტალური მეთოდები
  9. ფარმაცევტული და სამედიცინო საქონელმცოდნეობა
  10. ქართული ფილოლოგიის შესავალი

სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია მინიმუმ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.                                                       

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია მინიმუმ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება. 

წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტორნული ვერსიები:                                                      

  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი;
  • ლექციის გეგმა;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
  • აპლიკაციის ფორმა შევსებული (იხილეთ აპლიკაციის ფორმა)

არასრული დოკუმენტაცია არ განიხილება!

საბუთების მიღება იწარმოებს 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით.                        

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2 მაისს.

დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  899 40 00 48     This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.