1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

2014–2015 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის მობილობა

კავშირი ”საზოგადოება ცოდნის ” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს 2014-2015 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის მობილობისთვის ვაკანტურ ადგილებს.

·         მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფარმაციის ფაკულტეტზე წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ამონაწერი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - კანონმდებლობით    დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული სტუდენტების შემთხვევაში;

დ) სტუდენტის პირადი საქმე ან გამშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, გავლილი სასწავლო დისციპლინებისა და დაგროვებული კრედიტების მითითებით.

)სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი.