1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

რექტორის მიმართვა


 


 

რექტორის მიმართვა

 თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში განათლების დონე განსაზღვრავს ახალგაზრდების მომავალს. იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჩვენი სასწავლებელი აირჩიეს, შექმნილია სრულიად განსაკუთრებული გარემო სწავლის და იმ ცოდნის მისაღებად, რომ  დააკმაყოფილოს შრომითი ბაზრის მზარდი მოთხოვნები, თქვენ კი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში. ამის საწინდარია ჩვენი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი, განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული სტუდენტის მიმართ, თეორიული ცოდნის მიღების და პრაქტიკული საქმიანობის  ისეთი დაგეგმვა, რომელიც სწავლის პერიოდშივე აყალიბებს სტუდენტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს. 

ყოველთვის გახსოვდეთ გურამ რჩეულიშვილის სიტყვები „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. 

აშენეთ  XXI  საუკუნე ცოდნით, პროფესიონალიზმით და მომავლის ღრმა რწმენით,

საუკეთესო სურვილებით,

ნუგზარ წერეთელი