1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

სტუდენტთა მიღება 2013

აწესებულება ახორციელებს საბაკალავრო  პროგრამებსუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა: 

> მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, საზოგადოებას შესთავაზოს თანამედროვე სასწავლო პროგრამები, იზრუნოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (საბაკალავრო)  და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  სრულყოფისა და სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფისთვის სწავლების  უახლესი მეთოდების გამოყენებით;

> სწავლების ხარისხის შეფასებაში აქტიურად ჩართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი, თანამშრომლები და სტუდენტები; 

> იზრუნოს   სასწავლო   გარემოსთვის  საჭირო ინფრასტრუქტურის შემდგომი დახვეწისა და განვითარებისთვის;

> დაამყაროს და განავითაროს კონტაქტები სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან; 

> განავითაროს სწავლისა და სწავლების სწორი სტრატეგია;

> სტუდენტს მისცეს მაღალი ხარისხის აკადემიური განათლების მიღების და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის შესაძლებლობა; 

> იზრუნოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული ზრდისთვის.

 

ფარმაციის ფაკულტეტის მისიაა ქართული ფარმაციისა და მედიცინის უძველესი ტრადიციების გაგრძელება, ფარმაციის მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით ევროკავშირის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციებისა და დირექტივების გათვალისწინებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ეფექტური სწავლების მოტივირებული სისტემების დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება თეორიული საფუძვლების ათვისებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებისაკენ; ასევე, საქართველოს მედიცინისა და ფარმაციის სფეროში რეფორმებისა და რეორგანიზაციებში მონაწილე ქმედითუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისათვის გაფორმებულია მემორანდუმი PSP-სააფთიაქო ქსელთან. ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მეოთხე სემესტრის ბოლოს PSP-ს აფთიაქებში გაივლიან გაცნობით პრაქტიკას; მეექვსე სემესტრის ბოლოს - PSP-ს აფთიაქებში გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გაივლიან სტაჟირებას, ხოლო GU-ფარმაში გაივლიან საწარმოო პრაქტიკას; სწავლების მეოთხე წელს სტუდენტები უმაღლეს აკადემიურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნის შედეგად არიან კონკურენტუნარიანები იმისათვის, რომ გაიარონ შესაბამისი გამოცდები, მიიღონ მაღალი რეიტინგული ქულები და შრომის ბაზარზე მოიპოვონ თავიანთი ადგილი, რისი მაგალითიცაა ჩვენი სტუდენტების დასაქმება წამყვან სააფთიაქო ქსელ PSP-ში.

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფილის მიხედვით შეუძლიათ დასაქმდნენ აფთიაქებში, ფარმაცევტულ საწარმოებში, წამლის ხარისხის საკონტროლო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებში;

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია - ჯანდაცვის ბაკალავრი ფარმაციაში;

კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები იქნებიან  საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაჭრაში; ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის განვითარებისთვის განსახორციელებელ პროცესებში.