1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

სტუდენტთა მიღება 2012

2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირო „საზოგადოება ცოდნა“ აცხადებს მიღებას ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე...

 აწესებულება ახორციელებს ბაკალავრიატის უმაღლეს აკადემიურ პროგრამას. დაწესებულების მისიაა ქართული ფარმაციისა და მედიცინის უძველესი ტრადიციების გაგრძელება, ფარმაციის მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით ევროკავშირის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციებისა და დირექტივების გათვალისწინებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ეფექტური სწავლების მოტივირებული სისტემების დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება თეორიული საფუძვლების ათვისებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებისაკენ; ასევე, საქართველოს მედიცინისა და ფარმაციის სფეროში რეფორმებისა და რეორგანიზაციებში მონაწილე ქმედითუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

უმაღლეს აკადემიურ დაწესებულებაში საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისათვის გაფორმებულია მემორანდუმი PSP-სააფთიაქო ქსელთან. ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მეოთხე სემესტრის ბოლოს PSP-ს აფთიაქებში გაივლიან გაცნობით პრაქტიკას; მეექვსე სემესტრის ბოლოს - PSP-ს აფთიაქებში გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გაივლიან სტაჟირებას, ხოლო GU-ფარმაში გაივლიან საწარმოო პრაქტიკას; სწავლების მეოთხე წელს სტუდენტები უმაღლეს აკადემიურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნის შედეგად არიან კონკურენტუნარიანები იმისათვის, რომ გაიარონ შესაბამისი გამოცდები, მიიღონ მაღალი რეიტინგული ქულები და შრომის ბაზარზე მოიპოვონ თავიანთი ადგილი, რისი მაგალითიცაა ჩვენი სტუდენტების დასაქმება წამყვან სააფთიაქო ქსელ PSP-ში.

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფილის მიხედვით შეუძლიათ დასაქმდნენ აფთიაქებში, ფარმაცევტულ საწარმოებში, წამლის ხარისხის საკონტროლო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებში;

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია - ჯანდაცვის ბაკალავრი ფარმაციაში;

კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები იქნებიან  საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაჭრაში; ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის განვითარებისთვის განსახორციელებელ პროცესებში.