1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

წარმატებული დასაწყისის წარმატებული დასასრული

 

 

ჩვენ არ გემშვიდობებით, ჩვენ გეუბნებით - ნახვამდის! 

 

14 ივლისს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნის” კურსდამთავრებულთა საზეიმო საღამო ჩატარდა. ეს იყო ოთხწლიანი შრომის შეჯამება, თბილი, ამაღელვებელი გამოსვლები. ყველა გამომსვლელმა ისაუბრა ჩევნი სასწავლებლის განსაკუთრებულ გარემოზე, აკადემიურ დონესა და სწავლების მაღალ ხარისხზე. 

 

 ჩვენ არ გემშვიდობებით, ჩევნ გეუბნებით - ნახვამდის! - ასე დასრულდა ეს საღამო, რომელიც ყველას - სტუდენტებსაც და პროფესორ-მასწავლებლებსაც დიდხანს ემახსოვრებათ. ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.