1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობა

კავშირი ”საზოგადოება ცოდნის ” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს 2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობისთვის ვაკანტურ ადგილებს.  

დოკუმენტაციის მიღება - 29 აგვისტო -5სექტემბერი 

 გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  5-6 სექტემბერი;

·         მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფარმაციის ფაკულტეტზე წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ამონაწერი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული სტუდენტების შემთხვევაში.

დ) სტუდენტის პირადი საქმე ან გამშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, გავლილი სასწავლო დისციპლინებისა და დაგროვებული კრედიტების მითითებით.

ე) პირადობის მოწმების ასლი.