1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნა”აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ფილოლოგია  - 1 ასოცირებული პროფესორი;

ქართული ფილოლოგია  - 1 ასისტენტ-პროფესორი;

ინგლისური ფილოლოგია -  1 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

ასისტენტ–პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;

ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)  სახით;()
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) კონკურსანტის ანკეტა, (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით, (გადმოწერეთ ანკეტა
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი უმაღლესი განათლების ან / და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ან  დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საკონკურსო დოკუმენტების მიიღება იწარმოებს  2012 წლის 13 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 29 ოქტომბერს.

საბუთების მიღება: 11:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნა”  მისამართი:  თბილისი, . კოსტავას47 ოთახი 6.

                                                                                 საკონტაქტო პირი: თეა მამარდაშვილი 599400048