1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დამატებითი მობილობა

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დამატებითი მობილობის ვადები: 
 დოკუმენტაციის მიღება - 23 სექტემბერი; 
 გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  24 სექტემბერი;

·         მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფარმაციის ფაკულტეტზე წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ამონაწერი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული სტუდენტების შემთხვევაში;

დ) სტუდენტის პირადი საქმე ან გამშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, გავლილი სასწავლო დისციპლინებისა და დაგროვებული კრედიტების მითითებით.

ე) პირადობის მოწმების ასლი.