1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

საგაზაფხულო მობილობა

 დოკუმენტაციის მიღება - 15-17 თებერვალი; 
              სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  18 თებერვალი;

·         მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფარმაციის ფაკულტეტზე წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;

დ)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე)სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი.