1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის მიმდინარეობა

8  აპრილიდან „საზოგადოება ცოდნის“ უმაღლესი სასწავლებლის ფარმაციის ფაკულტეტის ბაზაზე მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის –„ფარმაციის მენეჯმენტის და ფარმაცევტული ზრუნვის“  განხორციელება.სასერტიფიკატო კურსის მსმენელებს საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში.სააგენტოს ხელმძღვანელთან,  ბ-ნ დავით მაჭარაშვილთან შეხვედრისას, განხილული იყო სამკურნალო საშუალებებით ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის მრავალი ფაქტორი: წამლის რეგულირების პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული წამლის ხარისხი, მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება, წამლის ფასი, კვალიფიციური სამედიცინო, ფარმაცევტული პერსონალისა და  ეფექტურად ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა,მნიშვნელოვანი მხარე.

 

გაიმართა საინტერესო,აქტიური დისკუსია სააგენტოს ხელმძღვანელსა და კურსის მსმენელებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამკურნალო საშუალებების წარმოება, კლინიკური კვლევა, წამლის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა, ფარმაცევტული ინსპექტირება, ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვება და მისი შემდგომი მონიტორინგის ერთიანი მარეგულირებელ სისტემა.