1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

საზოგადოება ცოდნის უსდ აცხადებს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

ქართული ფილოლოგიის მიმართულებით:

 

1 პროფესორი;

 

1 ასოცირებული პროფესორი;

 

ფარმაციის მიმართულებით:

 

4 პროფესორი

 

2 ასოცირებული პროფესორი;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 8 (რვა) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

 

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)  სახით);
                                              გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);                                                                                                                                                                     ე)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი.

 

საკონკურსო დოკუმენტების მიიღება იწარმოებს  2016 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 6 ივნისიის ჩათვლით, შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 10 ივნისს.

 

საბუთების მიღება: 11:00-დან 17:00 საათამდე, ”საზოგადოება ცოდნა”  მისამართი:  თბილისი, მ. კოსტავას 47 ოთახი 6.