1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

სასერტიფიკატო კურსის მსმენელები იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში

24 ივნისს, GIPA-ს ფარმაციის მენეჯმენტის და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო კურსის მსმენელები იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ესტუმრნენ, სადაც მათ ინსტიტუტის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ ვორქშოპი ჩაუტარა.

მსმენელები გაეცნენ ინსტიტუტის სტუქტურას, მის ისტორიასა და მნიშვნელობას, მოინახულეს ექსპერიმენტული საწარმოო ბაზები და განიხილეს მისი მუშაობის პრინციპები, რომლებიც უკავშირდება პრეპარატთა ტექნოლოგიების დახვეწას, აღწარმოებას, კლინიკურ გამოკვლევებს და ფართო მოხმარებისთვის პრეპარატების გამოშვებას.

ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „საზოგადოება ცოდნას“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და პრაქტიკოსი ლექტორები, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს.