1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

 

განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები: დოკუმენტაციის მიღება - 22-25 აგვისტო; გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  26 აგვისტო;

·         მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ამონაწერი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - კანონმდებლობით    დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული სტუდენტების შემთხვევაში;

დ) სტუდენტის პირადი საქმე ან გამშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, გავლილი სასწავლო დისციპლინებისა და დაგროვებული კრედიტების მითითებით.

   )სტუდენტისსტატუსისდამადასტურებელისამართლებრივიაქტი.