2019-2020 სასწავლო წლის მიღება
გააკეთე მომავლის არჩევანი მოთხოვნად პროფესიაზე!!! საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნის“ ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს მიღებას 2019-2020 სასწავლო წელს, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
Ø სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის
Ø დასაქმების პერსპექტივით
Ø სწავლის გადასახადის დაფარვის მოქნილი გრაფიკით. სწავლების წლიური ღირებულება შეადგენს 1800(ერთი ათას რვაასი) ლარს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროფესიული სტუდენტი რიცხავს წლიური სწავლის გადასახადის 20%–ს, ხოლო დანარჩენი გადანაწილდება ყოველთვიურად.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
v ბუღალტრული აღრიცხვის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეეძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრიობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ–მოანგარიშედ, შესაძლებელია თვითდასაქმებაც კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით. სრული კურსის ღირებულება 3600 ლარი. ხანგრძლივობა 15 თვე.
საზოგადებრივ კოლეჯში ჩასარიცხად საჭიროა:
1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. 2 ფოტოსურათი 3/4 (CD დისკით)
4. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე
საბუთების მიღება წარმოებს ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 11:00–15:00