პრაქტიკა

  • Print

 

Practiceპრაქტიკა მიზნად ისახავს: კონკრეტულ სამუშაო ადგილზე საკვალიფიკაციო დახასიათებით გათვალისწინებული პრაქტიკული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და განმტკიცებას, ადაპტაციას კონკრეტულ პირობებთან და კოლექტივში საქმიანი კონტაქტების დამყარებას. 

 პრაქტიკიკული სწავლების ხელმძღვანელი პრაქტიკის კურსის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების შეფასებას, მისი პრეზენტაბელურობის გათვალისწინებით. 

შპს „PSPაფთიაქი“ -თან გაფორმებული  მემორანდუმის  საფუძველზე, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები  მე-4  სემესტრის ბოლოს საწარმოო პრაქტიკას გადიან PSP სააფთიაქო ქსელში, საცხოვრებელი ადგილის  მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში. პრაქტიკის შედეგად მიღებული გამოცდილება მათ  უვითარებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, აჩვევს დამოუკიდებელ მუშაობას, პასუხიმგებლობას და აზიარებს  გუნდური მუშაობის პრინციპებს. სტუდენტებისთვის იკვეთება ახალი  პერსპექტივები თავიანთ  პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სწავლების მე -8 სემესტრში ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან საწარმოო გაცნობით პრაქტიკას  ფარმაცევტული საწარმო “GU ფარმას“ ბაზაზე. ფარმაციის  საბაკალავრო პროგრამით  მიღებული თეორიული  ცოდნის   საფუძველზე,  სტუდენტები ეცნობიან ფარმაციის სამრეწველო მენეჯმენტთან დაკავშირებულ   პრობლემატიკას. სტუდენტები იყენებენ უახლეს ტექნიკურ აღჭურვილობას და ეცნობიან ყველა იმ თანამედროვე მეთოდს და სიახლეს, რაც ფარმაციის სამრეწველო მენეჯმენტთანაა დაკავშირებული. საწარმო პრაქტიკა “GU ფარმას“ ბაზაზე პრაქტიკა საშუალებას აძლევს სტუდენტს იყოს დარგის  მოტივირებული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

ფარმაციის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები  6 თვიან სტაჟირებას გადიან საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში. 

სადაც ეცნობიან  საკანონმდებლო ბაზას, კანონებს, ნორმატიულ აქტებს  და მონაწილეობენ სხვადასხვა განყოფილებების მუშაობაში. ისინი ეცნობიან: საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების პირობებს; ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევითი კონტროლის წესს; უწყებრივი რეესტრის წარმოებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობებს; ფარმაცევტული წარმოების (გარდა ნარკოტიკული საშუალებისა),  და ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის ნებართვის გაცემის წესებსა და სანებართვო პირობების კონტროლს; ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობის შესაბამის წესებს, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოების წესსა და მათ შერჩევით კონტროლს; საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების (ეროვნული რეჟიმით და ღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია) პროცესს და ამის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პირობებს. სტუდენტები ეცნობიან ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის თავისებურებებს და აგრეთვე კლინიკური კვლევის სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმს. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს მიეწოდებათ  უახლესი ინფორმაცია  ფარმაცევტული წარმოების ნებისმიერ ფორმასთან (ავტორიზებული აფთიაქი,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტი ან იმპორტი, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა) დაკავშირებულ ნებართვების გაცემის პირობებზე. 

 ჰუმანიტარულ მეცნიერბათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები  (სწავლების მერვე სემესტრი) საწარმოო პრაქტიკას გაივლიან ”პალიტრა მედიაში”, რაც მათ საშუალებას მისცემს აიმაღლონ თავიანთი თეორიული ცოდნა.

სტაჟირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკურენტუნარიან გარემოში   კვალიფიციური სპეციალისტების   მოსამზადებლად.