1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer
Previous
Next

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

ახალი ამბები News


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

2015 წელს ჩატარდა ბიზნესკონსულტაციის ჯგუფი “BCG” მიერ შრომის ბაზრის უპრეცედენტო კვლევა  თავისი მიზნობრიობითა და მასშტაბურობით. დამსაქმებელთა შესწავლა განხორციელდა მათი ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით.  კვლევის დასრულების შემდგომ  მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით განისაზღვრა საქართველოს შრომის ბაზრის პოტენციალი პროფესიებისა და აუცილებელი კომპეტენციების კუთხით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6220–მა  დამსაქმებელმა. გამოვლინდა მოთხოვნადი პროფესიები, მათ შორის ბუღალტრისა და და ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიები, "საზოგადოება ცოდნის" პროფესიულ კოლეჯში განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – ბუღალტრული აღრიცხვა (მეხუთე საფეხური) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – ფარმაცევტის თანაშემწე (მეოთხე საფეხური).

აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც იზრუნებენ კურსდამთავრებულთა შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და დასაქმებაზე.