ახალი ამბები და ვაკანსიები

  • Print

 

 ვაკანსიები ფარმაცევტებისთვის...

 

ახალი ამბები

სტაჟირება

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მამულაშვილი სალომე, გაჩეჩილაძე თამარი, ჯოჯუა ლონდა, შარაძე თამარი და კაჭიური ნინო გადიან ექვსი თვის ვადით სტაჟირებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში.

ისინი აქტიურად მონაწილეობენ სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის, ფარმაცევტული საქმიანობის ნებართვების, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვისა და ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოების მუშაობაში.

სტუდენტები პრაქტიკული საქმიანობისას ხელმძღვანელობენ ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობით, უშუალოდ მონაწილეობენ ფარმაცევტული პროდუქტების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ და სამეცნიერო-ტექნიკურ ექსპერტიზაში, აფორმებენ საექსპერტო დასკვნებს და აქტიურად ერთვებიან ზეპირი მოსმენის სხდომების მსვლელობაში.

 

 

 

 

ზემოღნიშნული სტუდენტები დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ ფარმაცევტული დაწესებულებების სანებართვო პირობების შემოწმებასა და ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების გასვლით ღონისძიებებში.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ სტაჟირებაში ზემოღნიშნულმა სტუდენტებმა თავი გამოიჩინეს ერუდიციითა და თეორიული მომზადების მაღალი დონით. 

 

 

 

პე-ეს-პე

საქართველოში სულ უფრო იზრდება ფარმაცევტული სპეციალობების ავტორიტეტი. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა - საქართველოში ფარმაცევტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. პარალელურად, საზოგადოების მიერ ხდება ფარმაცევტის, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის როლის გააზრება. ფარმაცევტი, ჯანდაცვის სისტემის, განუყოფელი ნაწილია.

წარმატებული ფარმაცევტული საქმიანობისათვის კი აუცილებელია მაღალი ფარმაცევტული საკვალიფიკაციო დონის კადრის მომზადება, რასაც ემსახურება საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. რის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა: ნოდარ აკობიამ, ბადრი ზურაშვილმა, ვალერიან გადილიამ, ეკატერინე ფერცულიანმა, ქეთევან მარიამიძემ, ხათუნა შონიამ საკუთარი პროფესიული ცოდნა გამოცადეს ისეთ დიდ ფარმაცევტულ კომპანიაში, როგორიცაა - პე-ეს-პე.

პირველი მაგიდის ფარმაცევტები, ანუ ფარმაცევტები, რომლებიც აფთიაქში მუშაობენ და უშუალო კონტაქტში არიან მომხმარებელთან - ფარმაცევტული ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული რგოლია. აფთიაქის ფარმაცევტებს გარდა ფარმაცევტული მომსახურებისა და ფარმაცევტული კონსულტაციისა, უწევთ ეკონიმიკური დაგეგმარების, პიარ და სარეკლამო აქციების, მარაგთა დაგეგმვის, მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობათა მრავალი საკითხის გადაჭრა.

სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს პე-ეს-პეს პირველი მაგიდის ფარმაცევტის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები კონკურსის რამდენიმე ეტაპი და დაიმსახურეს კომპანიის სტუდენტ-სტაჟიორის სტატუსი, წარმატება ვუსურვოთ მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაშიც.

 

ჩვენს მიერ დასაქმებულ სტუდენტთა სტატისტიკური მაჩვენებელი: