1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყურადღება

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

დირექტორის მიმართვა


 


 

დირექტორის მიმართვა

 თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში განათლების დონე განსაზღვრავს ახალგაზრდების მომავალს. იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჩვენი კოლეჯი აირჩიეს, შექმნილია სრულიად განსაკუთრებული გარემო სწავლის და იმ ცოდნის მისაღებად, რომ  დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდ მოთხოვნები, თქვენ კი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში. ამის საწინდარია ჩვენი სასწავლებლის პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი, განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული სტუდენტის მიმართ, თეორიული ცოდნის მიღების და პრაქტიკული საქმიანობის  ისეთი დაგეგმვა, რომელიც სწავლის პერიოდშივე აყალიბებს სტუდენტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს. 

ყოველთვის გახსოვდეთ გურამ რჩეულიშვილის სიტყვები „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. 

აშენეთ  XXI  საუკუნე ცოდნით, პროფესიონალიზმით და მომავლის ღრმა რწმენით,

საუკეთესო სურვილებით,

ნუგზარ წერეთელი