26.09.2011
2011 წელს ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ
პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა მთავრდება 28 სექტემბერს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირი კარგავს სწავლის უფლებას.
26.09.2011
სტუდენტთა საყურადღებოდ
სასწავლო წელი დაიწყება 2011 წლის 3 ოქტომბერს.
17.09.2011
ახალქალაქის ფილიალის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ქართული ენა და ლიტერატურა) ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ:
ღია კარის დღე გაიმართება ქ. თბილისი, კოსტავას 47, 2011 წლის 22 სექტემბერს 12 საათზე, დასწრება სავალდებულოა.
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „საზოგადოება ცოდნა“ აცხადებს საბუთების მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირებისათვის.
ღია კარის დღეზე წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
17.09.2011
ფარმაციის ფაკულტეტზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ:
ღია კარის დღე გაიმართება 2011 წლის 23 სექტემბერს 12 საათზე, დასწრება სავალდებულოა.
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 47
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „საზოგადოება ცოდნა“ აცხადებს საბუთების მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირებისათვის.
ღია კარის დღეზე წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
08.09.2011
პირველ კურსზე (2011-2012 სასწავლო წლის) ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ:
მეორადი ჩარიცხვების გამოცხადების შემდეგ გამოცხადდება ღია კარის დღის თარიღი.
01.08.2011
ფარმაციის ფაკულტეტის (მობილობით ჩარიცხული) სტუდენტთა საყურადღებოდ:
მობილობის ვადები:
დოკუმენტაციის მიღება - 2 - 9 სექტემბერი;
სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 12 - 13 სექტემბერი
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მობილობის წესით სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში ფარმაციის ფაკულტეტზე
წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი;
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2997112; (+995 599) 400048
23.06.2011
ცხადდება ვაკანსია ჯანდაცვის ფაკულტეტზე (ფარმაცია)
სტუდენტის მობილობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მას დამუშავებული აქვს საქართველოს ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" უმაღლესი აკადემიური დაწესებულების სასწავლო დისციპლინები, შესაბამისი კრედიტების მოცულობით და/ან იმ შემთხვევაში თუ საერთო სასწავლო დატვირთვიდან 15 კრედიტი იქნება განსხვავებული, რომელსაც გაივლის შემდგომი კურსის სასწავლო დისციპლინების პარალელურად.
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 997112; (+995 599) 400048;
17.06.2011
ჯანდაცვის (ფარმაცია) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერნეცია
2011 წლის 17 ივნისს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" უმაღლეს დაწესებულებაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებმა:
10.05.2011
ჯანდაცვის (ფარმაცია) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერნეცია
2011 წლის 10 მაისს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" უმაღლეს დაწესებულებაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებმა:
11.02.2011
2011-2012 წლის მისაღები კონტიგენტი აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნა" აცხადებს 2011-2012 წლისათვის მისაღებ კონტიგენტს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. ფარმაცია (სპეციალობა ფარმაცია) - 130 სტუდენტი
მისამართი - ქ. თბილისი მ. კოსტავას 47
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა) - 120 სტუდენტი
მისამართი - ქ. ახალქალაქი რუსთაველის ქ. 23
სწავლის საფასური - 2250 ლარი
10.02.2011
ცხადდება ვაკანსია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „საზოგადოება ცოდნა“ აცხადებს კონკურსს
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფარმაციის მიმართულებით :
სრული პროფესორი - 5 ადგილი.
ასოცირებული პროფესორი - 5 ადგილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით:
ასისტენტ-პროფესორი - 1 ადგილი.
სასწავლო კურსების ჩამონათვალი:
სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია მინიმუმ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია მინიმუმ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.
წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტორნული ვერსიები:
არასრული დოკუმენტაცია არ განიხილება!
საბუთების მიღება იწარმოებს 14 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2 ივნისს.
დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 899 40 00 48 tea@tsodna.edu.ge
10.01.2011
ცხადდება ვაკანსია მეორე და მესამეკურსელთათვის.
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნა" აცხადებს 2010 - 2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის II და III კურსზე ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ვაკანტურ ადგილებს, ფარმაციის ფაკულტეტზე (სპეციალობა ფარმაცია) - 38 ადგილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 997112; 899 400048
14.09.2010
ცხადდება კონკურსი პროფესორ-მასწავლებლებს შორის
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" სასწავლო უნივესიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესორ-მასწავლებელთა შორის ახალქალაქის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე (სპეციალობა ქართული ენა და ლიტერატურა) შემდეგი დისციპლინების წასაკითხად:
კონკურსში მონაწილეების მსურველთათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.09.2010
დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: pr@tsodna.edu.ge ან 899 751090
13.09.2010
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ.
ღია კარის დღე ჩატარდება 16 სექტემბერს 12 საათზე
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 997112; 899 751090
06.09.2010
ინფორმაცია პირველკურსელთათვის
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" სასწავლო უნივესიტეტი აცხადებს საბუთების მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხული პირებისათვის.
საბუთების ნუსხა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (+995 32) 997112; 899 400048; 899 568588
06.09.2010
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" სასწავლო უნივესიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში ფარმაციის სპეციალობით ერთიან სამაგისტრო გამოცდებში გამარჯვებული სტუდენტებისათვის. მიიღებიან სტუდენტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას სპეციალობაში. გამოცდა ჩატარდება 05.10.2010.
ადგილების რაოდენობა - 10
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28.09.2010.
საბუთების ნუსხა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (+995 32) 997112; 899 400048; 899 568588
10.06.2010
ცხადდება ვაკანსია მეორეკურსელთათვის.
სტუდენტის მობილობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მას დამუშავებული აქვს საქართველოს ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" საწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის სასწავლო დისციპლინები, შესაბამისი კრედიტების მოცულობით და/ან იმ შემთხვევაში თუ საერთო სასწავლო დატვირთვიდან 15 კრედიტი იქნება განსხვავებული, რომელსაც გაივლის მეორე კურსის სასწავლო დისციპლინების პარალელურად და გადაიხდის დამატებითი კრედიტების შესაბამის ღირებულებას(ერთი კრედიტი 67 ლარი).
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 997112; 899 751090;
08.04.2010