ბიბლიოთეკის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელია:
ზოგადი დებულებები
მოქმედების სფერო
ბიბლიოთეკა შექმნილია კერძო სკოლა ,,ცოდნას“ ბაზაზე და მისი მისიიდან
გამომდინარე მოიცავს დამხმარე და მეთოდურ, მხატვრულ, საინფორმაციო და სხვა
სახის ლიტერატურას, ბეჭდვით გამოცემებსა და სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს,
აგრეთვე, ელექტრონულ რესურსებს;
სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანოს, რომლის
დანიშნულებაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა
საბიბლიოთეკო რესურსები მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების საგანმანათლებლო
მიზნებისათვის;
ბიბლიოთეკას უძღვება ბიბლიოთეკარი, რომელიც ხელმძღვანელობს სკოლის
შინაგანაწესითა და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით.
მიზნები და ამოცანები:
ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლის მასწავლებელთა პროფესიული
სრულყოფისათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა, მოსწავლეთა
შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებასა და მათი განათლების, კულტურის,
ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ბიბლიოთეკის მიზნებს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების
თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების ხელშეწყობა სათანადო
სახელმძღვანელოებითა და მეთოდური ლიტერატურით;
ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:
კომფორტული პირობების შექმნას მასწავლებელთა პროფესიული და მოსწავლეთა
შემოქმედებითი განვითარებისათვის;
მკითხველისათვის საჭირო მასალისა და ინფორმაციის სწრაფად მოძიებას;
წიგნების, დოკუმენტების, ვიდეო-აუდიო მასალების სათანადო მოვლას და დაცვას;
სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლებისათვის სახელმძღვანელოებისა და სხვა
სახის ლიტერატურის დროებით სარგებლობაში გადაცემას. ბიბლიოგრაფიული ფონდის
მუდმივ განახლებას.
ბიბლიოთეკის ფუნქციები:
ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა;
კავშირების დამყარება გამომცემლობებთან;
თანამედროვე ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის დანერგვა საბიბლიოთეკო
საქმიანობაში, ინტერნეტქსელის გამოყენება მკითხველთა მომსახურებისა და საჭირო
ლიტერატურის მოსაძიებლად.
ბიბლიოთეკის სამუშაო რეჟიმი შეესაბამება სკოლის სამუშაო განრიგს. ბიბლიოთეკა
მუშაობას იწყებს 10:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე.
ბიბლიოთეკარი
უფლებამოსილი და ვალდებულია:
პერიოდულად შეავსოს საბიბლიოთეკო ფონდები მხატვრული, საცნობარო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებითა და სხვა სახის წიგნებითა თუ პერიოდიკით. აღრიცხოს ისინი ბარათებისა და ელექტრონული სისტემის საშუალებით;
დანერგოს ინოვაციური მეთოდები მკითხველთა მომსახურების ხარისხის გაზრდის
მიზნით;
ბიბლიოთეკის არქივისათვის მოსთხოვოს ღონისძიების ორგანიზატორებს ფოტოაუდიო-ვიდეო მასალა და თემატური კატალოგის შექმნა;
მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაარღვევენ ბიბლიოთეკით
სარგებლობის წესებს ან სხვა სახის ზიანს მიაყენებენ ბიბლიოთეკას;
უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე;
ბიბლიოთეკაში ქცევის წესები
მკითხველი უფლებამოსილი და ვალდებულია:
მოითხოვოს სათანადო პირობები მუშაობისათვის;
მოითხოვოს დახმარება საჭირო წიგნისა თუ ინფორმაციის მოძიებაში;
გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
გაუფრთხილდეს წიგნებს, ბეჭდვით და ვიდეო-აუდიო მასალებს;
საბიბლითეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში აანაზღაუროს ბიბლიოთეკისთვის
მიყენებული ზარალი;
საბიბლიოთეკო დოკუმენტების სახლში გატანის შემთხვევაში მკითხელი ხელს აწერს
მკითხველის ფორმულარში, დაბრუნებული საბიბლიოთეკო დოკუმენტი მკითხველის
ფორმულარში დასტურდება ბიბლიოთეკარის ხელმოწერით;
მკითხველს უფლება აქვს დროებითი სარგებლობისთვის უფასოდ ისარგებლოს
ბიბლიოთეკაში დაცული ნებისმიერი სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტაციით;
სამკითხველო დარბაზში მუშაობისას მკითხველებთან და ბიბლიოთეკართან დაიცვას
სიწყნარე და ურთიერთობის ეთიკის ნორმები;
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021