გლობალური ფულის კვირეული 2023
გლობალური ფულის კვირეული 2023 დღეს დაიწყო და 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება! #GlobalMoneyWeek2023 მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მას ეროვნული ბანკის ორგანიზებით საქართველო წელს უკვე მეცხრედ უერთდება
კვირეულის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა
2023 წლის კვირეულის თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც უკავშირდება ღონისძიების წლევანდელი დევიზია „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“
გლობალური ფულის კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება სახელწოდებით: “მოიწვიე ფინედუ კლასში”
ფინედუს დესპანმა და ჩვენმა მშობელმა მარი ბეგალიშვილმა გაკვეთილი ჩაატარა და ასაკის შესაბამისად, განიხილა ფინანსური განათლების სხვადასხვა თემა, მათ შორის: ფულისა და ქართული ფულის ისტორია,
ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა,
კლიმატის ცვლილებების ტემპებისშესამცირებლად ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აქტუალობა;
#მშობელთაჩართულობა
შენი წარმატება იწყება აქ !
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021