ნაზი ნადირაძე - კერძო სკოლა ,,ცოდნას'' დამფუძნებელი და დირექტორი

ნაზი ნადირაძე – მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული მომავალი თაობა აღუზარდოს. მიზანსწრაფული და შეუპოვარი პიროვნება გამოწვევებს არ უშინდება და წარმატებასაც აღწევს. ახალგაზრდებსაც ახალი გამოწვევებისთვის მუდმივ მზაობას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გააზრება და თვითგანვითრება დასახული მიზნების მისაღწევად.

– სკოლის წარმატება ნიშნავს…

-მთელი სასკოლო საზოგადოებისა და თემის კმაყოფილებას და მადლიერების გამოხატვას. წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემა, ასევე როცა ყველა ცდილობს სკოლა იყოს წარმატებული.

 

-დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება..

-,,არასოდეს დანებდე სიძნელეებს, რამდენჯერად დაეცემი იმდენჯერ ადექი”. 

,,ყოველთვის გარისკე, რადგან რისკის გარეშე მეორე საფეხურზე ვერ ახვალ”.

 

-აბიტურიენტებს ვურჩევდი..

-მასწავლებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტული მისიის შესრულებას.

 

-წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში…

-ცოტა არ იყოს, რთულია დაკონკრეტება, იგი დამოკიდებულია მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე. თუმცა ყველას ვურჩევდი, ჩვენი სამშობლოს ისტორიითა და ღვაწლმოსილი ადამიანების ბიოგრაფიებით დაიწყონ და პარალელურად უსმინონ ქართულ მუსიკას.

 

-საკუთარ თავს ვუსურვებდი..

-ოპტიმისტურ განწყობას დასახული მიზნების მისაღწევად.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021