სკოლა „ცოდნაში“ დედის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა

სკოლა ,,ცოდნას” მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს. ,,დედა მარტო დედა არა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ქვი, რასაც სული უდგას და მზე უცქერის” – აღნიშნული ფრაზის ირგვლივ გაერთიანდნენ ბავშვები და დიდი მონდომებით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახები ფერადი და საგაზაფხულო დეკორაციებით მორთეს, ასევე ხელნაკეთი ,,მინი წიგნები”, მისალოცი ბარათები და პოსტერები დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ამაღელვებელი ვიდეორგოლები მოამზადეს თავიანთი დედებისთვის, სადაც ლექსებით, სიმღერებითა და გულწრფელი მიმართვებით ულოცავენ დედის დღეს.

მე-სბ კლასმა, დამრიგებელ თაკო ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ვიდეორგოლი – ,,დედა, საოცრება ხარ ჩემი”, ხოლო მე-6ა კლასმა კი – ,,დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”, რომელსაც მასწავლებელი – ნინო მელქაძე ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ლიკა გეჯაძესთან, ეკა თევზაძესთან, რუსუდან ფარეხელაშვილთან და მარიამ ნადირაძესთან ერთად, ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ,,დედა” ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვაა სამყაროში.

ღონისძიება, სკოლის დირექტორ – ნაზი ნადირაძის ხელშეწყობით გაიმართა, ის მუდამ აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში და მოსწავლისა თუ პედაგოგის ყველა საინტერესო ინიციატივას დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს.

,,გაზაფხულის მაცოცხლებელ სურნელს, თან მოჰყვა დედის დღე – 3 მარტი, როცა განსაკუთრებულად ვეფერებით ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელლოვანეს ადამიანებს – დედებს!” – აღნიშნავენ სკოლაში.

 

შენი წარმატება იწყება აქ !

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021