„სკოლა მეორე ოჯახია და მაქსიმალურად ვცდილობთ  აღსაზრდელებს ოჯახური
გარემო შეუქმნათ. კომფორტი და  მომხმარებელზე მორგებული შეთავაზების
პაკეტი სრულიად უნდა  შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია
განათლების  საფუძვლის მყარად მისაღებად. სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“
 კვალიფიციური და მაღალხარისხიანი გუნდით ცდილობს,  ადეკვატურად
შეხვდეს იმ გამოძახილს, რასაც განათლების  სისტემაში მიმდინარე
თანამედროვეობისა და მაღალი კლასის  დანერგვის პროცესი ჰქვია.ძლიერი
განათლების საძირკველი,  კეთილი მომავლის საწინდარია“ – ნაზი ნადირაძე
(სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას’’ დამფუძნებელი და დირექტორი)
ნაზი ნადირაძე დაიბადა სამტრედიაში. დაამთავრა ამავე რაიონის, სოფ. გომის საშუალო
სკოლა, გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენდი. დაამთავრა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით გეოგრაფია.
პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო ქ.თბილისის №71 საშუალო სკოლაში, ჯერ
მასწავლებლად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ და 20 წელი სკოლის დირექტორის
პოზიციაზე ამავე სკოლაში. პარალელურად 1995 წელს დააფუძვნა კერძო სკოლა შპს
,,ცოდნა’’ და 26 წელია არის ამ სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი.
უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე, ბავშვებზე, პროფესიისადმი სიყვარულმა
უამრავი დაბრკოლებების გადალახვას გაუძლო.
აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. წლების განმავლობაში ჩართულია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამთავრობო თუ არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროექტში. არის სხვადასხვა საგაზეთო
პუბლიკაციების, სტატიების ავტორი, წიგნი – ტესტები გეოგრაფიაში რედაქტორი.
მისი ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტები განახორციელა სკოლამ.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს სტამბულის შოთა რუსთაველის
სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან. ჩართულია გვირილას აკადემიას მიერ
(ხელმძღვანელი ერნა წიფურია) ინიცირებულ აქტივობებში (,,ცოდნა’’ – გვირილას
აკადემიის ქომაგები) მეგობრობის ხიდი – შაუმიანის №1 და №2 საჯარო სკოლებთან
პარტნიორული ურთიერთობები. აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.
(სიგელი საქველმოქმედო ფონდი ,,მადლი’’ სსსმ პირები, სოციალურად დაუცველები,
მრავალშვილიანები) მიწვეულია სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე.
მიღებული აქვს ქველმოქმედთა დღის სამადლობელი წერილი, განათლებისა და
მეცნიერბის სამინისტროს ჯილდოები – სათემო აქტივობებში ჩართულობისათვის –
დიპლომები; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის სახელით
მადლობის სიგელები, სხვადასხვა უმაღლების სასწავლებლების სიგელები – აქტიური
თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის სრულიად საქართველოს მეომარ ვეტერინარ-
ინვალიდთა საერთაშორისო ფონდი; პრემია ივეიას ,,საუკეთესო პარტნიორი’’ – სიგელები
და დიპლომები;

საინფორმაციო სააგენო ,,დაიჯესტის’’ დიპლომები. საქართველოში შშშმ პირების
განათლებაში, უფლებების დაცვაში, დასაქმებაში, კულტურასა და სპორტში.
საზოგადოებაში ინტეგრაცის ხელშეწყობისათვის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის
(თაყაიშვილის) სახელობის ღირსების 2018 წლის ორდენოსანი – პრემიის ლაურეატი,
,,ივერი ბრილიანტის“ დიპლომი; ,,ქართული განათლება’’ საქმიანი და წარმატებული
ადამიანების ,,პერსონა 2017’’-ის ტიტული და სერტიკატი განათლების განვითარებაში
შეტანილი წვლილისათვის.
,,ბრენდპერსონა 2018’’ ბრენდპერსონას ტიტული და დიპლომი; ასევე სხვადასხვა
სერტიფიკატები.
ასოციაცია ,,საქართველოს ქალბატონების’’ წევრი, ჯილდო, ,,ქართული ოსკარი 2018’’ და
დიპლომის მფლობელი.
დღემდე წარმატებით აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას სკოლა-ლიცეუმ
,,ცოდნას’’ დამფუძნებლისა და დირექტორის პოზიციაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *