ტური ბაკურიანში

ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი – ცივი, თოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოსი 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

სტუმრად ოპერისა და ბალეტის თეატრში

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მეორეკლასელებმა ოპერისა და ბალეტის თეატრი დაათვალიერეს

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო სამსონაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტური მოაწყვეს. 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტურის ფარგლებში მოსწავლეები თეატრის ისტორიას გაეცნენ, დარბაზები და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს, რეპეტიციას დაესწრნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 
სკოლის აღსაზრდელები სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დაბრუნდნენ სკოლაში

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021