23 აპრილს სკოლა ,,ცოდნაში” ინგლისური ენის სასკოლო კონფერენციის პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა;
V-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე – ,,People who change the world”;
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სკოლის დირექტორმა – ნაზი ნადირაძემ და ინგლისური ენის პედაგოგმა და კათედრის თავმჯდომარემ – რუსუდან ნასყიდაშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის მეორე ეტაპი ჩატარდება 24 აპრილს, 12:00 საათზე.