სკოლა ,,ცოდნას” მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ამ დღესთან დაკავშირებით მოინახულეს ქართველ იუნკერთა მემორიალი კოჯორში. მათ პატივი მიაგეს 1921 წელს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი/დამრიგებელი – დარეჯან ცხომარია.