საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, განაგრძობს პროექტის ,,ჩვენი ჯარი” განხორციელებას;
დღეს მათი წარმომადგენლები: სერჟანტი – გიორგი გურასაშვილი და სერჟანტი – შოთა დვალაშვილი სკოლა ,,ცოდნას” ესტუმრნენ;
პროექტი ,,ჩვენი ჯარის” ფარგლებში, მათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები და სხვ;
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ სტუმრობისათვის.