სიკეთე გვახალისებს

სკოლა ,,ცოდნაში” წინაასააღდგომო საქველმოქმედო ღონისძიევბა გაიმართა. გამოფენა/გაყიდვის სლოგანი იყო – ,,სიკეთე გვახალისებს”. ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლი – დირექცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია დიდი ხალისით ჩაერთო.

სკოლაში მოსწავლეთა ხელით დამზადებული ულამაზესი სააღდომო დეკორაციები, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, ნახატები, სამკაულები და უგემრიელესი ტკბილეული გამოიფინა.

ღონისძიების მეორე დღეს სკოლის წარმომადგენლები, დირექტორ- ნაზი ნადირაძესთან ერთად და მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ავჭალის სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ ,,აისსა” და თემში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს. მათ სააღდგომო საჩუქრებით, სიმღერებითა და ლექსებით ერთი დღე გაულამაზეს.

,,სიკეთე ჩვენი ცხოვრების მარადიული, უმაღლესი მიზანია”, კერძო სკოლა ,,ცოდნა” ყოველთვის დგას სიკეთის სადარაჯოზე .

შენი წარმატება იწყება აქ !

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021