,,აკრძალული წიგნები"

სკოლა- ლიცეუმ ,,ცოდნას,, უფროსკლასელები მასწავლებლებთან ერთად (ლია ბაზაძე, ქეთევან მანია) იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაათვალიერეს გამოფენა ,,აკრძალული წიგნები” და 1921 წლის 25 თებერვალსა და საოკუპაციო რეჟიმზე მოისმინეს ლექცია.

სიკეთე გადამდებია!

მესამე პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებისა და კლასის ხელმძღვანელის, მედეია ბოლქვაძის ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო აქტივობა.

მშობლები და მასწავლებელი იმყოფებოდნენ ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში მცხოვრებ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან, მიიტანეს საჩუქრები, ტკბილეული და ხილი, ასევე ფონდში ჩარიცხეს თანხა.  ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და შეუერთდა სკოლის დირექცია.
დედა თინათინმა მშობლებს გადასცა ბერი ანდრიას მიერ დაწერილი წიგნები და ფონდში დამზადებული სამაჯურები.

სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2019 წლის 23 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმ,,ცოდნას” მე-5 ბ კლასის მოსწავლეები,მასწავლებლები- დარეჯან ცხომარია, ბელა თოდუა, თეკლა ბეგიაშვილი,ესმა თევზაძე და მშობლები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ მწერალ ნოდარ დუმბაძის საგამოფენო დარბაზს. პატარა სტუმრებს მასპინძლობა გაუწია მწერლის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა–მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, მოისმინეს ისტორიები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ,დაათვალიერეს საინტერესო ფოტოები, ილუსტრაციები, მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, გადაიღეს ერთობლივი ფოტოები. შეხვედრის დასასრულს მწერლის ქალიშვილმა მოსწავლეები მიიწვია თბილისში არსებულ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.

თვითმმართველობა

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნენ ვალერია კაცაძე – საბაზო საფეხური –
VIII კლასი და ანა ჩავლეშვილი – საშუალო საფეხური – X კლასი.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას! 

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021