ევროპის სპორტული კვირეული
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” შეუერთდა ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს. კვირის განმავლობაში დაწყებით საფეხურზე ჩატარდა მხიარული სტარტები, ხოლო უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს მინიფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატში.მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შეიქმნა კედლის გაზეთი ,,სპორტი”.
სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ დუგლას დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მკლავჭიდის ჩემპიონატში და 19 წლამდელთა შორის II ადგილი დაიკავა.
ახალი სასწავლო წელი
2019-2020 სასწავლო წლის დაწყება სკოლა-ლიცეუმ “ცოდნაში” ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლის პედაგოიურმა კოლექტივმა თავის ნოვატორ, კომუნიკაბელურ, მზრუნველ და გამორჩეულ დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა.
2019-2020 სასწავლო წელი, მართლაც, წარმატებით დაიწყო. სკოლის მასწავლებლებს ირინა დოლიძეს და თამარ მაღრაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, რუსუდან ფარეხელაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. სკოლა ულოცავს მასწავლებლებს სტატუსის მინიჭებას და წარმატებებს უსურვებს.
ექსპერიმენტორიუმში
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.. სწორედ ამ მიზნით ესტუმრნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს, ექსპერიმენტორიუმს მეშვიდეკლასელები. მოსწავლეებმა ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა
,,მე ვირჩევ ჩემს მომავალს"
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მავნებლობაზე ესაუბრნენ.
„მე ვირჩევს ჩემს მომავალს“ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების შემცირების მიზნით თსუ-ში შეხვედრა გაიმართა.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021