
სიმღერების კონკურსი ბელორუსიაში
კერძო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლე ბელორუსიაში გამართულ საესტრადო სიმღერების კონკურსში მონაწილეობდა

,,მეგობარო, ხელი გამომიწოდე!
2018 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა სასწავლო-შემოქმედებითი პროექტის ,,მეგობარო, ხელი გამომიწოდე“ დასკვნითი ნაწილი.
პროექტის კოორდინატორი – სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია.
შაუმიანის №1 და №2 საჯარო სკოლის დირექტორები არტუშ ურუმიანი და ანაიდა რესტევანიანი, მასწავლებლები და მოსწავლეები საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ (დირექტორი ნაზი ნადირაძე).
პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს
• დასწრება ინგლისური ენის გაკვეთილზე და საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებზე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია);
• ექსკურსია ს. ს. ,,ბაგრატიონის“ საწარმოში;
• მეგობრული მატჩი ფრენბურთში;
• სახალისო ვიქტორინა: ,,რა? სად? როდის?“;
• თვითშემოქმედებითი კონცერტი სამივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ დირექტორის, ქალბატონ ნაზი ნადირაძის მიერ მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადაეცათ პროექტის მონაწილეებს.

,,ვინც მეტს კითხულობს, მეტი იცის - გახდი წიგნიერი!
პროექტის სახელწოდება გახლდათ – “გავეცნოთ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს”, ხოლო სლოგანად – “ვინც მეტს კითხულობს, მეტი იცის – გახდი წიგნიერი!” შეირჩა. პროექტს კლასის დამრიგებელი ნია დათუკიშვილის ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წაკითხული მოთხრობებიდან განსაკუთრებული ყურადღება მათთვის გამორჩეულ თხზულებაზე შეაჩერეს, რის მიხედვითაც პრეზენტაცია მოამზადეს.

,,ცოდნა სინათლეა"
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება „ცოდნა სინათლეა“ ჩატარდა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი თამარ მაღრაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები და გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთმანეთს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები და სურვილები დაუტოვეს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021