სწავლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა ანი ბუნტურმა. სკოლაში სტუმრად იყვნენ 2018 წლის კურსდამთავრებულნი, ოქროსმედალოსნები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და დაიმსახურეს სახელმწიფო გრანტი (12 კურსდამთავრებულიდან ხუთმა მოსწავლემ). ისინი სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნაზი ნადირაძესთან ერთად მიესალმნენ მოსწავლეებს და მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება.

,,სიკეთე, ზნეობა და ქცევა"

მშობლებთან თანამშრომლობის მიზნით პირველი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა კლასის მშობელი მამა ვახტანგ ძებნიაური, თემაზე ,,სიკეთე, ზნეობა და ქცევა”. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ გაკვეთილი, შეხვედრა ინტერაქტიული იყო. პატარები დიდი ყურადღებით ისმენდნენ მამაოს საუბარს.

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"

ღონისძიების სახელწოდებაა “ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”. მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორიული მეფეები,დედოფლები და წმინდანები. მოსწავლეებმა ბრწყინვალეთ შეასრულეს და გაითავისეს საქართველოს ჯარისკაცების, დიდებული მეფეების, დედოფლების და წმინდანების როლები. წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მაყურებლამდე მიიტანეს ქართული სული.

,,დედაენა სიბრძნის წიგნი"

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” პირველი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელი მედეია ბოლქვაძე, წარმოადგინეს საინტერესო ლიტერატურილ-მუსიკალური ღონისძიება  ,,დედაენა სიბრძნის წიგნი”. პატარებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ი. გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ინსცენირებები. ღონისძიებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021