სკოლა - ლიცეუმ „ცოდნას“ თეატრალური წარმატება
,,მეგობრობა საზღვრებს გარეშე''
დასრულდა სოციალური პროექტი ,,მეგობრობა საზღვრებს გარეშე”, რომლის ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია. პროექტის მიზანი იყო მოზარდი პრობაციონერების სოციალიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს პრობაციონერებმა, სკოლის მოსწავლეებმა და კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელებმა. სკოლაში ჩატარდა ერთობლივი შეხვედრა მინიფეხბურთში და ჭადრაკის სეანსი. ლოკომოტივის ფეხბურთელებმა საჩუქრად გადასცეს მოზარდებს ფორმები და ბურთები, მიიწვიეს საწვრთნელ ბაზაზე. დასასრულს სკოლის ეზოში, მეგობრობის ხეივანში, დარგეს ნარგავები.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ტრენინგი გაიმართა
ტრენინგის თემა „ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში“ იყო. ტრენინგის დაწყებამდე IX, X და XI კლასის მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა.
აღნიშნულმა ტრენინგმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექცია მადლობა უხდის გლდანის რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს სკოლაში სტუმრობისათვის.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ 1-ლი კლასის მოსწავლეები მასწავლებელ მედეია ბოლქვაძესთან ერთად ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხელოვნების სასახლეში სტუმრობა. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც ისურვებდნენ,“ – აღნიშნა მასწავლებელმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021