სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ შესახებ გაზეთ ,,სახალხო განათლებაში“ სტატია ,,სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ შეგიძლიათ ენდოთ“ გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ბაზაძე.
ავტორის თქმით, სკოლა-ლიცეუმში საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ჩქეფს. სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებით და ეფექტური ღონისძიებებით არის დატვირთული.
სასკოლო ცხოვრებაში აქტუალური ხდება პროექტებით სწავლა. მათ შორის აღსანიშნავია პროექტი – ,,მზიანი გულის მწერალი“ – ნ. დუმბაზე (მასწავლებელი დარეჯან ცხომარია), ,,მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე“ (მასწავლებელი ნინო მელქაძე) და ,,სიკეთე გადამდებია” (მასწავლებლები ლიკა ლაგვილავა და თეკლე ბეგიაშვილი).
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სკოლა-ლიცეუმი ამაყობს წარჩინებული მოსწავლეებით, რომელთა შორის არიან: ნიკა გელოვანი – პრემია ,,ივერიის” ლაურიატი, ვალერია კაცაძე – ,,კინგსის“ გამორჩეული მოსწავლე, ნიკა შანიძე – ,,დრიმ სამიტის” ნახატების კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი, თეკლა მელაძე – უნიჭიერესი თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვარი, ლუკა მაისურაძე – თბილისის ბიჭუნათა კაპელას გამორჩეული მომღერალი, გუნდ ,,ხმა ცოდნისას” წევრები (ხელმძღვანელი ბადრი გვილავა) და ანსამბლ ,,აბჯარის“ წევრი მოსწავლეები, რომლებიც ფესტივალებისა და სხვადასხვა კონკურსების ლაურიატები არიან (ხელმძღვანელი გოჩა ყველაიძე).
ლია ბაზაძის თქმით, ,,ცოდნას” ახალი სიმაღლეებისკენ უჭირავს თვალი.
,,ცოდნას" მოსწავლეებმა ფინანსური განათლების დონე გაიუმჯობესეს
„ინოვაციების ბანაკი“ ეს არის – იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა.
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ IIIა და IIIბკლასს მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად (თეკლე ბეგიაშვილი და ლიკა ლაგვილავა) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და წიგნების მუზეუმი მოინახულეს.
მოსწავლეებმა მიიღეს უამრავი საინტერესო ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ, დაათვალიერეს სხვადასხვა ანტიკვარული ნივთები და მინიატურული წიგნები. ნახეს ვეფხისტყაოსნის წიგნი და ასევე ყველა ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსნის კოლექცია:
„ნანახ წიგნებს შორის ვნახეთ ვახტანგ მეექვსის დროს სტაბმაში ნაბეჭდი წიგნები, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დღემდე გამოცემული დედაენის ყველა წიგნი. ილია ჭავჭავაძის სამუშაო მაგიდა და უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს გიდის დახმარებით. დავათვალიერეთ ემიგრაციის დარბაზი, ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, დედაენის დარბაზი და დადებითი ემოციებით დავბრუნდით სკოლაში. დაუვიწყარი დღე იყო ნამდვილად,“ – აღნიშნეს კლასის დამრიგებლებმა
,,მე ვიცნობ ილიას"
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.
დაჯილდოვდნენ ლიტერატურულ კონკურსში „მე ვიცნობ ილიას“ გამარჯვებული მოსწავლეები: გიორგი მარგიანი (X კლასი), გიორგი ცარციძე (X კლასი) და ნინო ჩუმაშვილი (X კლასი).
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021