კერძო სკოლა,,ცოდნა’’ 1995 წლიდან მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველობითა და თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე გარემოში. სკოლამ დაარსებიდან, დღემდე გაიარა უწყვეტი განვითარების გზა, რათა დამკვიდრებულიყო ისეთ სკოლად, სადაც მოსწავლეები სწავლობენ განსხვავებული შეხედულებების მიმღებლობას, ტოლერანტობას, უყალიბდებათ რეალური წარმოდგენა სხვადასხვა საკითხის შესახებ. ამით იღებენ მდიდარ გამოცდილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ეხმარებათ, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები. სკოლა-ლიცეუმის დირექციისთვის პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი დონე, ადამიანური რესურსების მუდმივი პროფესიული ზრდა და მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა.
ჩვენი სკოლა იღებს ვალდებულებას, მისცეს მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განუვითაროს ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომლებიც მათ მუდამ დაეხმარებათ წინსვლაში. ჩვენ ვცდილობთ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე „ცოდნის“ დაუფლების ჩაუქრობელი სურვილი და მსოფლიოს შეცნობის ინტერესი ჩავუნერგოთ.
ჩვენს მოსწავლეებს შინაარსიანი ცხოვრება აქვთ. საკლასო სივრცესა თუ სკოლის კედლებს გარეთ მათ უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალურად განივითარონ საკუთარი ნიჭი და უნარი.
ვინაიდან, განათლება დღევანდელ დინამიურ და სწრაფადცვალებად სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია აღვჭურვოთ ჩვენი პატარა მოსწავლეები იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საკუთარი მიზნებისა და ოცნებების მიღწევაში დაეხმარება.
მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს ვხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და კაცობრიობის განვითარებაში, მიაღწიონ მეცნიერულ მწვერვალებს.
,,კერძო სკოლისთვის 27 წელი არც თუ ისე ცოტაა…… ამ 27 წლის განმავლობაში ყოველი სასწავლო წლის დაწყება ემოციურად დატვირთული იყო. დღეს კიდევ უფრო უსაზღვროა ჩემი ემოცია, რადგან უდიდესი პატივი მხვდა წილად , სხვა აპლუაში წარვსდგე თქვენ წინაშე. ვისაუბრო სკოლაზე, რომელიც ჩემ ხელში დაიბადა, გაიზარდა და გახდა 25 წლის. ამ დროის განმავლობაში ყოველ წელს თავიდან ვიბადებოდი, მოსწავლეებთან ერთად მთელი წლის მანძილზე ვიზრდებოდი. ვცდილობდი ჩემი სკოლა სახლს დამემსგავსებინა, ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით, რათა მოსწავლეს თავი მყუდროდ და უსაფრთხოდ ეგრძნო, დაეჯერებინა, რომ ის უყვართ, მისი ბედი აღელვებთ. მოვიმარჯვე სიყვარულის კალამი და მათთან ერთად უკვე ოცდამეხუთე წელია სკოლის სახლადქცევას შევუდექი.“ – ნაზი ნადირაძე (სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას’’ დამფუძნებელი და დირექტორი)
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა’’ სწორედ ის ადგილია, სადაც იაკობ გოგებაშვილი კვლავ წერს ,,აი იას“, ილია ისევ კითხულობს: ,,რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!“ დიდი აკაკი კვლავ გვიკითხავს ,,ნათელას სიმღერას“, დუმბაძე კი კვლავ გვეუბნება, რომ: ,,სამშობლო ხაჭაპური როდია, გულიდან ყველი ამოაცალო და ქერქი გადაყარო“, ის, როგორც რაფიელ ერისთავი იტყოდა: ,,როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“… ეს ის ადგილია, რომლის კედლებში კვლავ გუგუნებს დავითისა და თამარის საქართველოს სიძლიერე. მრავალი ქარცეცხლიანი წლების, თვეებისა და დღეების შემდეგ უფრო შეკრულ, ძლიერი და ერთიანი გუნდი ჩამოყალიბდა.
1995 წელს მშობელთა თხოვნის გათვალისწინებით დაფუძვნდა სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“, სადაც საწყის ეტაპზე სწავლობდა 35 მოსწავლე და დასაქმებული იყო 15 მასწავლებელი. ლიცეუმი განთავსებული იყო 71-ე სკოლის მე-2 სართულზე 650 კვ.მ ფართზე იჯარის წესით. უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემმა მასწავლებლებმა კერძო სკოლის წარმატებაში. ამ ენთუზიაზმით, დიდი შემართებით და ერთგულებით ემსახურებიან სკოლას ჩვენი მასწავლებლები.
2004 წლიდან განათლების სამინისტრომ შეიტანა ცვლილება ზოგადი განათლების კანონში „საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს“ აეკრძალათ ერთ შენობაში ფუნქციონირება და ამიტომ სკოლა-ლიცეუმი გადავიდა პროფესიული კოლეჯ „მერმისის“ ბალანსზე არსებულ შენობაში იჯარის წესით, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ იყო (მხედველობაშია ინფრასტქრუქტურა, მისასვლელი გზა, სატელეფონო ქსელი, ინტერნეტი, ელ.ენერგია, სასმელი წყალი, საკანალიზაციო სისტემა და ა.შ) იმ ეტაპისთვის სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობდა და 55-მდე თანამშრომელი მუშაობდა.
მოგახსენებთ, რომ სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ თავისი არსებობის მანძილზე არა ერთი წარმატებული მოსწავლე გაუზრდია შემოქმედებითი კუთხითაც – ხატვა, მუსიკა, ხალხური შემოქმედება.
ვინაიდან ჩვენთვის პრიორიტეტულია განათლების მაღალი დონე, მიზნად დავისახეთ მოსწავლისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემა. შესაბამისად, ჩვენი არსებობის მანძილზე გვყავდა ბევრი წარჩინებული მოსწავლე, პრეზიდენტის სტიპედიანტები, ხოლო მედლის სისტემის შემოღების შემდეგ ოქროს და ვერცხლის მედალოსნები. საამაყოა ისიც, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ არა მხოლოდ ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ უცხოეთშიც: მაგალითად: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და სან-დიეგოს უნივერსიტეტებში.
ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საოლიმპიადო სისტემაში – მონაწილეობენ, როგორც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში (ყველა საგნობრივი მიმართულებით), ასევე კინგსის, ევერესტის, ვუნდეკრინდის და სხვა ოლიმპიადებში. გვყავს წარმატებული მონაწილეები და ფინალისტები.
შესაბამისად, წარმატებები გვაქვს ეროვნულ გამოცდებზე. ჩვენი კურსდამთავრებულებიდან უმეტესობა იღებს სახელმწიფო გრანტს – 50-70-100%.
მაღალი აქტიურობა სასწავლო-შემეცნებით-სამეცნიერო ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო და რესპუბლიკურ დონეზე ტარდება; ასევე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პედაგოგების და მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, რითაც ვამაყობთ. ვთანამშრომლობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ადგილობრივ რესურსცენტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ფრთასთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, ეროვნულ ბიბლიოთეკასა, მედიასთან და სხვა.
სასწავლო პროცესის წარმართვისას მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწავლა-სწავლების ხარისხი, ინფორმაციის მიწოდების ეფექტურობა. ამ მიზნით ტარდება გასვლითი გაკვეთილები, რასაც ჩვენს ძლიერ მხარედ ვთვლით.
გასვლითი გაკვეთილები ჩატარდა:
ძველი თბილისის უბნებში;
მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახლმუზაომებში;
მთაწმინდისა და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში;
ბოტანიკურ ბაღსა და გარდენიაში;
დედაენის პარკში;
ხელოვნების და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში;
თბილისის ზოოპარკში და ზოოლოგიის მუზეუმში და ა.შ.
აღსანიშნავია ჩვენს მიერ ჩატარებული აქტივობები სასწავლო-შემეცნებითი კუთხით:
სტუმრობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში პროფესორ დავით სონღულაშვილი.
ექსპერიმენტორიუმში;
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნების მუზეუმში;
გარდენიას მიერ ინიცირებულ „მწვანე გაკვეთილზე“.
სკოლის გუნდები „კოლორისტები“ და „ლაიფი“ აქტიურად ჩაებნენ ბოტანიკური ბაღის შემეცნებით გასართობ თამაშში „გარდენ გეიმსი.“
მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაწილაკთა ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასში, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
სკოლის თვითმმართველობის აქტიურობით გასულ წელს შეგროვდა 300 კგ მაკულატურა და მიღებული ვაუჩერებით შეძენილი წიგნებით გამდიდრდა სკოლის ბიბლიოთეკა. პროექტი ყოველწლიურია.
სკოლა-ლიცეუმი აქტიურად უერთდება ყველა საერთაშორისო აქტივობებს და ინიციატივებს –
ევროპის სპორტულ კვირეულს
ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირს
„მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ – ანტინარკოტიკული აქცია
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და წიგნების საერთაშორისო ფესტივალს
„პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე ნასას ეგიდით.
არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის აღმოფხვრის პრევენციასთან დაკავშირებულ ინიციატივას
დედამიწის დღეს
ჭრელი წინდების კამპანია – „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“
აქციას – „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“;
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს;
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მასპინძლობდა „წმ. ილია მართლის ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ საიუბილეო საღამოს. მოწვეულმა სწტუმრებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე მცენარეები.
სკოლა თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ჩვენი მოსწავლეები სტუმრობდნენ რაიონის მუნიციპალიტეტს და გამგეობას. ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის როლის შესახებ, ტრენინგის დაწყებამდე მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა გლდანის რაიონის გამგებელი – ბატონი ბექა მიქაუტაძე. ასევე თბილისის მუზეუმების შემეცნებით პროგრამებში ახალგაზრდობის ჩართვის მიზნით გლდანის დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ დაათვალიერებინა თბილისის სახელმწიფო მუზეუმები – საჯარო სკოლებთან ერთად. ყურადღება ექცევა თემთან ურთიერთობას და ქველმოქმედებას. ვცდილობთ მშობლების ჩართვას შესაბამის აქტივობებში. მშობლების მიერ ჩატარდა საუბრები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ, რომელიც ჩაატარა მშობელმა ხათუნა გირგვლიანმა, პირადი ჰიგიენის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ – ლალი ავქოფაშვილმა და ეკოლოგიის კუთხით – ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან კვარაცხელიამ.
ასევე ვახორციელებთ ქველმოქმედებას. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეები სტუმრობენ მოხუცთა პანსიონ „ბარბარე 21“-ს და თემქაზე არსებულ ხანდაზმულთა პანსიონატს., ძეგვის ბავშვთა სახლს და მე-200 სკოლა პანსიონს.
სკოლის თვითვმმართველობის აქტიურობით სოციალურად დაუცველ ჩიკვაიძეების ოჯახს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირს ანა ტყემალაძეს საახალწლოდ საჩუქრები გადავეცით. გასულ წლებში მას ასევე შევუძინეთ სპეციალური ეტლი. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს პერიოდულად ვახარებთ სამახსოვრო საჩუქრებით, ტკბილეულით, წიგნებით.
რაც შეეცება შიდა სასკოლო აქტივობებს, მათგან გამოვყოფდით:
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულებ ს;
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით საღამოს – „მზიანი გულის მწერალი“;
სასწავლო შემოქმედებით გაცვლით პროექტს – „მეგობარი, ხელი გამომიწოდე“, შაუმიანის 1 და 2 საჯარო სკოლებთან ერთად;
სოციალურ პროექტს – „მეგობრობა საზღვრებს გარეშე“ – სკოლა-ლიცეუმის, თბილისის საფეხბურთო გუნდ „ლოკომოტივის“ და არასრულწლოვანი პრობაციონერების მონაწილეობით;
თოქ-შოუს – „თაობათა შორის ურთიერთობა“ მოწვეული სტუმრებით: ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და მწერალი და საზოგადო მოღვაწე – გივი სიხარულიძე;
კალიგრაფიის კონკურსი „ხელის ჩუქურთმა“;
სკოლა-ლიცეუმის ეზოში გაშენდა „ცოდნის“ ხეივანი;
აქტიურია სკოლა გასვლითი ღონისძიებების კუთხით. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს:
სააღდგომო ფესტივალში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „მუზა“;
ანსამბლ „გვირილას“ მიერ ორგანიზებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საბავშვო ფესტივალში: „რა არის სამშობლო?!“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში;
საქართველოს საპატრიარქოს ინიცირებულ სასწავლო კონფერენციაში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ – I ადგილი დავიმსახურეთ.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასთან“ არსებული ანსამბლი – „ხმა ცოდნისა“ ბრინჯაოს მედლისა და ლაურეატის წოდების მფლობელი გახდა; ასევე ლაურეატები გახდნენ გუნდის ხელმძღვანელი – ბადრი გვილავა, მუსიკის მასწავლებელი – თინა კოპალიანი.
ჩვენს კურსდამთავრებულს – ნიკა გელოვანს მიენიჭა წმ.ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პრემია და ილიას სახელობის ორდენი. აღსანიშნავია, რომ ნიკას ჩანახატი „პასუხი ანნა ფრანკს“ ითარგმნა ებრაულ ენაზე და დაიბეჭდა ისრაელში;
სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ ნიკა ალავიძემ წალაქ ნოვოპოლოცკში, (ბელორუსიაში) საესტრადო სიმღერების კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
სკოლაში საინტერესო მეთოდებითა და ახლებური მეთოდებით მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგი. ტარდება პრევენციული შეხვედრები, საუბრები, პრეზენტაციები დღეისთვის აქტუალურ თემატიკაზე, როგორიცაა ბულინგი, ოჯახური ძალადობა, კონფლიქტების მოგვარება და ა.შ. ფსიქოლოგს აქვს ხშირი კომუნიკაცია მშობლებთან საჭიროების შემთხვევაშიი.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ამაყობს თავისი წარჩინებული მოსწავლეებით, რომელთა შორისაც არიან
ნიკა გელოვანი – ახალგაზრდა მწერალი, პრემია „ივერიის“ ლაურეატი და წმ. ილიას ორდენოსანი;
ვალერია კაცაძე – ოლიმპიადა „კინგსის“ გამორჩეული მოსწავლე;
ნიკა შანიძე – „დრიმ სამიტის“ ნახატების კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი (სამხ. კორეა)
თეკლა მელაძე – თვითნასწავლი მხატვარი, ვენეციის ბიენალე 2019-ის მონაწილე;
ლუკა მაისურაძე – თბილისის ბიჭუნათა კაპელას მომღერალი, ანსამბლ „აბჯარის“ წევრი;
კოკა სულაშვილი – ახალგაზრდა პიანისტი, სხვადასხვა კონკუსრსების მონაწილე და ლაურეატი;
უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია ყველა აქტივობის ჩამოთვლა, რადგან უამრავია ყველა მიმართულებით – ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სპორტული თუ სახელოვნებო კუთხით
სკოლა – ლიცეუმის პედკოლექტივის მუხლჩაუხრელ შრომას, ზრუნვას, მუდმივ თვითგანათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მოსწავლეების და საკუთარი პროფესიისადმი ერთგულებას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეისათვის ლიცეუმში ირიცხება – 400-მდე მოსწავლე და დასაქმებულია 75 თანამშრომელი.
სკოლა-ლიცეუმში რეგულარულად ვიწვევდით ცნობილ ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, კომპოზიტორებს, მომღერლებს და სხვა. მაგალითად მოწვეულნი იყვნენ:
ოტია იოსელიანი
ანა კალანდაძე
დათო ტურაშვილი
ლეო ანთაძე
გივი სიხარულიძე
ქეთი დუმბაძე
ინგა გრიგოლია
ჯანსუღ ჩარკვიანი
ვაჟა დურგლიშვილი
,,მადლობა ჩემს ყველა თანამშრომელს გვერდში დგომისა და ერთგულებისთვის, ყველა მშობელს ნდობისთვის, თმენისათვის. მადლობა გლდანის-რაიონის გამგეობას, გამგებელს ბატონ ბექა მიქაუტაძეს, გამგებლის მოადგილეს – ქალბატონ ნანა ციმაკურიძეს, თანადგომისა, ნდობისა და კეთილგანწყობისთვის. მადლობა ბატონ შალვა ოგბაიძეს, ბატონ ანდრია კაპანაძეს, ბატონ გიორგი ჭიღლაძეს, რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა ლოდიას და განსაკუთრებული მადლობა ბატონ კობა კობალაძეს. თითოეულ მათგანს გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი ჩემი სკოლის მოსწავლეთათვის სასურველი გარემოს შექმნასა და საგანმანათლებლო პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ამ ეტაპზე არ დავაკოონკრეტებ მათ მიერ გაწეულ თანადგომას… მე კვლავ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი, და არა მარტო მე, ჩემს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და თანამშრომლებს.“ – ნაზი ნადირაძე.
ამ 27 წლის მანძილზე სულ 400-ზე მეტი კურსდამთავრებულია – მათი უმეტესობა ამჟამად სხვადასხვა პოზიციაზე წარმატებით საქმიანობს.
ექიმები (ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა)
იურისტები
საბანკო სექტორის თანამშრომლები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები და სხვა.
ჩვენი საიმედო პარტნიორები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის წარმატებაში, არიან:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გლდანის რაიონის გამგეობა
გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრი
„ეტალონი“
„ივერია-ბრილიანტი“
„ედუ.არის.ჯი“
„ჯეჯილი“
„ახალი განათლება“
„განსაკუთრებული ჟურნალი“
„სახალხო განათლება“
გაზეთი „ინტერნაციონალი“
„ევერესტი“, „კინგსი“, „ვუნდერკინდი“
ანსამბლი „გვირილა“
და მაინც, რატომ ცოდნა?
იმიტომ, რომ აქ თქვენს შვილებს ელოდებათ უსაფრთხო, მოწესრიგებული სასწავლო გარემო
იმიტომ, რომ ცოდნაში თქვენს შვილებს ელოდებათ ყურადღებიანი დირექცია, კვალიფიცური პედაგოგები და მზრუნველი აღმზრდელები;
იმიტომ, რომ სკოლა-ლიცეუმში არ არის ბულინგის შემთხვევა, არ ისმის ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამები.
მხოლოდ „ცოდნაში“ შეძლებენ თქვენი შვილები მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რითაც შემდგომში იამაყებთ თქვენც და ჩვენც, მათი აღმზრდელები.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021