სიკეთე გადამდებია!
მესამე პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებისა და კლასის ხელმძღვანელის, მედეია ბოლქვაძის ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო აქტივობა.
სიკეთის კვალდაკვალ
სიკეთე, რომელსაც არ ითვლიან… სიკეთე, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ…
სიკეთე… წმინდა სიკეთე, რომელიც ათბობს, ასხივებს და ალამაზებს წვიმიან ამინდსაც..
,, სიკეთე, რომელიც აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს”…
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მასწავლებელი ლიკა ლაგვილავა პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ანა ტყემალაძეს და მაია ვარდანაშვილის პატარებს.მოსწავლეებმა გიორგობა მიულოცეს მათ და გადასცეს საჩუქრები.აღნიშნულ აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის დირექცია.„უღრმესი მ ა დ ლ ო ბ ა ჩემო ძვირფასებო!!! მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ჩართულობისთვის!!!…მადლობა ოპერატიულობისთვის!!!… მადლობა, რადგან დღევანდელი დღით ჩემი მერცხლების გულში გაღვივდა სიკეთის მარცვალი. დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები სიკეთის ნიჭი და უნარი დედამიწაზე!!!“ – ამ სიტყვებით გამოხატა მადლიერება ლიკა მასწავლებელმა მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021