კონფერენცია ფიზიკაში

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია ფიზიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეათე კლასის ფიზიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და წარადგინეს საინტერესო თემები: ,,ფიზიკა თანამედროვე ცხოვრებაში” – ანა ჩავლეშვილი;  ,,ზეახალი ვარსკვლავები” – ლევან ცოფურაშვილი და თორნიკე კალმახელიძე;  ,,წნევა” – დავით სალაძე და გიორგი ხუნდაძე.

,,ქართული სული"

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” დაიგეგმა და განხორციელდა გრძელვადიანი პროექტის ,,ქართული სული” პირველი ეტაპი. პროექტი ემსახურება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობების დამყარებას.
კერძოდ, თურქეთში, სადაც საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ ჩვენი თანამოძმეები, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ადათ-წესები და ტრადიციები. დღეს მათი შთამომავლები ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.
პროექტში ჩართულია მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
 პროექტის კოორდინატორი და ინიციატორია სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია;
მერი დიასამიძე (თურქეთის მხრიდან) – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სტამბულში;
ორჰან ბერიძე – შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სტამბულში; 
მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი) და ეშრეფ ილმიზი (გოდერძი მახარაძე) – ქართული ენის ცენტრის წარმომადგენლები. 
შედგა პირველი ტელეხიდი და მონაწილეები გაეცნენ ერთმანეთს, თურქ ქართველებმა ისაუბრეს თავიაანთ ქართული საქმიანობის შესახებ, ქართული ენის ახალგაზრდა თურქ ქართველებში პოპულარიზაციის თემაზე, უპასუხეს ჩვენი მოსწავლეების შეკითხვებს და ზეპირად წაიკითხეს ,,ვეფხისტყაოსანი” 

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021