სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა" 25 წლისაა

2019 წლის 8 ნოემბერს მოეწყო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ საიუბილეო ღონისძიება: „ჩვენ უკვე 25 წლის ვართ!“დირექტორმა ნაზი ნადირაძემ სკოლის იუბილე მიულოცა თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი ქარცეცხლიანი წლების, თვეებისა და დღეების შემდეგ შეკრულ, ძლიერ და ერთიან გუნდად შედგა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის ის პედაგოგები და მშობლები, რომლებიც 25 წელია დირექტორისა და სკოლის კვალდაკვალ იღწვიან.
ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ ისაუბრა სკოლის მისიაზე, მიზანზე, განხორციელებულ ღონისძიებებზე, წარმატებულ კურსდამთავრებულებზე და სამომავლო იდეებსა და გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე.
დასასრულს სკოლას იუბილე მიულოცეს მეთორმეტე კლასელებმა, მშობლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და გაიმართა კონცერტი – მათივე მონაწილეობით

,,სიკეთე გადამდებია''

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ (დირექტორი ნაზი ნადირაძე)  II კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მასწავლებლებთან  და მშობლებთან ერთად მოხუცთა თავშესაფარს – ,,ბარბარე 21″ ესტუმრნენ – დირექტორი მერაბ შათირიშვილი. პანსიონში 17 მობინადრეა. მოსწავლეებმა ბენეფიციარებს ბევრი ლამაზი ლექსი წაუკითხეს, ბევრი ლამაზი სიტყვა უთხრეს, მოეფერნენ და საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი სამახსოვრო ბარათები, ტკბილეული და ყვავილები გადასცეს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კლასის დამრიგებლის, მედეია ბოლქვაძის  და სკოლის დირექციის მიერ. აქტიური მონაწილეობა მიიღეს მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლებმა, თინათინ კოპალიანმა და თამარ მაღრაძემ. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” მადლობას უცხადებს მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისა და აქტიური ჩართულობისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდა პრემია ,,ივერიის” დამფუძნებელი, განსაკუთრებული ჟურნალის დამფუძნებელი მთავარი რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. რომელმაც ამ  აქტივობის მიუძღვნა სტატია.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021