ღონისძიებები

„ოქტაქორას“ კლუბის წევრები „ჩხირკედელაში“

 სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის „ოქტაქორას“ კლუბის წევრები (IX და XI კლასის მოსწავლეები) და კლუბის ხელმძღვანელი ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი სტუმრობდნენ მასწავლებლის სახლში საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამა „ჩხირკედელას“. მოისმინეს ბატონ ნუგზარ მოსულიშვილის და კახა ჟღენტის ლექცია. მედეა აბრამიშვილის დახმარებით მოსწავლეებმა თავიანთი ხელით ააწყვეს ჭკვიანი შუქნიშანი და ხმაზე მორიაგირე ნათურა. შედეგი შთამბეჭდავი იყო.მოსწავლეებს სურვილი აქვთ კვლავ ესტუმრნონ „ჩხირკიდელას“.

 ქ.სტამბულის შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის სალომე ბარამიძის სტუმრობა

2021 წ.12 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმ,,ცოდნას” ესტუმრა ქ.სტამბულის შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე სალომე ბარამიძე (სეზენ ქონენჩ ოქჩანი).

სტუმარმა სკოლის პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრების, მერი დიასამიძისა და სოფო ბოლქვაძის, მიერ გამოგზავნილი წიგნები,გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

შეხვედრა ჩატარდა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნასა” და ქ.სტამბულის შოთა რუსთაველის საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში..

„მე მიყვარს საქართველო“

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს. კომპოზიციის ავტორი პედაგოგი დარეჯან ცხომარია გახლავთ.

„2021 წლის 31 ოქტომბერს, მოსწავლეებმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „მე მიყვარს საქართველო“, რომელიც თბილისობის დღესასწაულს ეძღვნებოდა (კომპოზიციის ავტორი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია). მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ქართველი პოეტების: ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები. კომპოზიცია დასრულდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილის“ ეპიზოდით – „დედავ ღვთისაო“, რომელიც დიდი მხატვრული ოსტატობით წაიკითხა სკოლა-ლიცეუმის მეშვიდე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპიაშვილმა“.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021