კოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეები იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე, რომელიც მოეწყო თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით.

მოქანდაკისა და მხატვრის – ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენისთვის გალერეამ ერთ სივრცეში ავტორის გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები შეკრიბა.მოსწავლეები გაეცნენ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებას და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მის ნამუშევრებს.ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” ხელოვნების მასწავლებლები გიორგი ღვალაძე და თამარ მაღრაძე.

ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს დამთვალიერებლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021