თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.მათ შორის,16 ივნისს გრძელვადიანი პროექტის ,,შალომ,საქართველოს” პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.პროექტის კოორდინატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია გახლავთ.სკოლა-ლიცეუმმა ,,ცოდნამ” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა;
როგორც ცნობილია,2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით,ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.შესაბამისად.პროექტის მიზანია ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხაზგასმა,კულტურის და შემოქმედების გაზიარება-პოპულარიაზაცია.
პრეზენტაცია გახსნა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” დირექტორმა ქ-ნ ნაზი ნადირაძემ.მან აღნიშნა,რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტები უცხო არ არის სკოლა-ლიცეუმისთვის(,,ქართული ფესვები” თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან სტამბოლის ,,შოთა რუსთაველის საზოგადოებასა და სტამბოლის დედა-ენის ცენტრთან ერთობლივი პროექტ-მემორანდუმი.ასევე შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლებთან გაცვლითი პროექტი ,,მეგობარო,ხელი გამომიწოდე”) ეს კი სკოლის წინსვლასა და განვითრებისათვის მნიშვნელოვანია.
მოსწავლეებმა სცენაზე გადაიტანეს ცნობილი ნაწარმოებები ,,ანა ფრანკის დღიური და ბიჭი ზოლიან პიჟამაში”.წაიკითხეს,როგორც ცნობილი ებრაელი პოეტის და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის ლექსები და ფსალმუნები,ასევე ქართული პოეზიის ნიმუშები.წარმოადგინეს ებრაული დაქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.
საღამოს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვეული სტუმრები,ადგილობრივი თემის წარმომადგენლები,მოსწავლეები და მათი მშობლები,რომელნიც შეხვედრით ფრიად კმაყოფილები დარჩნენ.შეხვედრას ონლაინ შემოუერთდნენ ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან ცნობილი სპორული კომენტატორი ჯამლეხ ხუხაშვილი და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაცია ,,ესთას” პრეზიდენტი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი-ხუხაშვილი.ასევე ონლაინ ჩართვა განხორციელდა ისრაელის ქალაქ ჰულონიდა ქართულ-ებრაულ ოჯახთან-მეგი ვოსკობოინიკოვი-ბუკუკიშვილთან.მათ გამოხატეს უდიდესი მადლიერება და პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ და აღნიშნეს,რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი,საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება,ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა-ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი პერიოდიც ამა მეტყველებს.
სტამბოლიდან კი საღმოს ონლაინ შემოუერთდა ქალაქ ბეიქოზის ,,დედა ენის” ცენტრის არმომადგენელი ქალბატონი მერი დიასამიძე.
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” ამაყია ერებს შორის მეგობრობაში თავისი წვლილის შეტანით და სწორედ ამ კავშირის გამყარება იყო 16 ივნისის საღამოს მიზანი.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ.თბილისი, დ.სარაჯიშვილის გამზ. 108 (რაგბის სტადიონთან, ჭედიას ქუჩის დასაწყისში)
-
265 12 40
577 78 00 77 - nazi_nadiradze@yahoo.com
სოციალური ქსელები
გვერდები
- მთავარი
- გალერეა
- ღონისძიებები
- პროექტები
- ექსკურსიები
- ღია გაკვეთილები
კერძო სკოლა ,,ცოდნა“.
® ყველა უფლება დაცულია | 2021