სკოლა ,,ცოდნას” ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია და კლუბის წევრი მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპიაშვილი სტუმრის სტატუსით მიიწვიეს ,,დარდიმანდის” ტელევიზიაში, რომელსაც პარალელურად აქვს რადიომაუწყებლობაც..
გადაცემის ავტორი და მასპინძელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი გივი სიხარულიძე..
 სტუმრებმა ისაუბრეს სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ..აღნიშნეს და გაიხსენეს კლუბის საინტერესო,წარმატებული ლიტერატურული კომპოზიციების პრეზენტაციები თბილისის სხვადასხვა საქველმოქმედო თუ საზეიმო ღონისძიებების დროს..
ნიკოლოზ პაპიაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას წაიკითხა ქართული პოეზიის ნიმუშები-ილია ჭავჭავაძის,ტიციან ტაბიძის,შოთა ნიშნიანიძის,იოსებ გრიშაშვილის ლექსები..

შპს ,,ცოდნას“ IX და X კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტს და შეხვდნენ იუჯი-ლიმესის დამფუძნებელსა და დირექტორს, CERN-ის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე ტატიშვილს.

დიდი სიხარულით გვინდა წარმოგიდგინოთ: საბაზო საფეხურის თვითმმართველობის პრეზიდენტი - ნუკი უჭუჭიშვილი საშუალო საფეხურის თვითმმართველობის პრეზიდენტი - ლევან ჩოჩნიძე

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ლიტერატურული კლუბის წევრები საზეიმო ღონისძიებაზე საინტერესო კომპოზიციით წარდგნენ

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021