კერძო სკოლა

✨ დღეს სკოლა „ცოდნაში“ საბაზო საფეხურის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 🗳️

მოსწავლეებმა საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს, გააკეთეს საარჩევნო კამპანიები და გულწრფელად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ წარმოედგინათ კლასისა და სკოლის ცხოვრების გაუმჯობესება. 💬

🧩 არჩევნებში მონაწილეობდა 5 შესანიშნავი კანდიდატი:

ბარბარე მამულაშვილი – VII კლასი

მარიამ წამალაიძე – VIII კლასი

ანტონ უჯმაჯურიძე – IX კლასი

ლიზი გულიტაშვილი – X კლასი

თემო სანდუხაძე – X კლასი

თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა საკუთარი იდეები, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად გააზრებულად და აქტიურად უდგებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლის ცხოვრებას🙌

🏆 ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა – თემო სანდუხაძემ!

🎉 ვულოცავთ თემოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ თავისი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და ლიდერული თვისებები სკოლა „ცოდნას“ განვითარებასა და თავისი იდეების განხორციელებაში გამოიყენოს! 💪📚

💡 არჩევნები კიდევ ერთხელ გახდა იმის მაგალითი, რომ ლიდერობა იწყება პატარ-პატარა გადაწყვეტილებებით, ხოლო ნდობა — გუნდური მხარდაჭერით. 🌟


https://www.facebook.com/share/p/1BrZWL2CP9/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *